კვირა, 19.05.2024, 09:33
მოგესალმები სტუმარი

გეი და ლესბი პორტალი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » ცნობილი ჰომოსექსუალები(ანმარი შვარცენბახი)
22:54
ცნობილი ჰომოსექსუალები(ანმარი შვარცენბახი)

30-იან წლებში და 40-იანი წლების დასაწყისში შვარცენბახი გერმანულენოვან სამყაროში ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ნოველისტი იყო. ის ასევე შვეიცარიის ფაშისტური კურსის ცნობილი კრიტიკოსი და ერთ-ერთი პირველთაგანია 30-იან წლების ამერიკაში რასობრივი უთანასწორობისა და სიღატაკის შესახებ ხმამაღლა მოსაუბრეთა შორის.

დაიბადა 1908 წელს შვეიცარიულ ოჯახში. იყო ღიად ლესბოსელი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა კონფლიქტს მის კონსერვატიულ და ბურჟუაზიულ ოჯახთან მიმართებაში.

ჟურნალისტად მუშაობა ციურიხის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო, ხოლო პირველი მოთხრობა 1930 წელს გამოაქვეყნა. კლაუს მანისა და ერიკა მანის მეგობარი შვარცენბახი ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ბერლინში ცხოვრობდა. 1934 წელს კლაუსთან ერთად ესწრებოდა მწერალთა კონგრესს მოსკოვში. ფოტოგრაფ მარიან ბრესლაუერთან ერთად მოგზაურობდა ესპანეთში, მათ უნდა მოემზადებინათ რეპორტაჟი პირინეის მთებიდან. 1933 წელს, როდესაც ისინი შინ დაბრუნდნენ, მარიანს ფოტოების დაბეჭდვაზე გაზეთმა უარი განუცხადა, ის ებრაელი იყო და გარეთ უკვე 1933 წელი იდგა. ბრესლაუერი ძალიან მოხიბლული იყო შვარცენბახით, მას ეკუთვნის სიტყვები: “ის არც კაცი და არც ქალი იყო; არამედ იყო ანგელოზი, არქანგელოზი”.

რასაც მოჰყვა მისი ექვსთვიანი ვოიაჟი შუა აზიაში. თეირანში ფრანგი დიპლომატ კლოდ კლარაკზე იქორწინა, რომელიც ასევე გეი იყო. ურთიერთობები ჰქონდა ბევრ ცნობილ ქალთან. მათ შორის ირანში თურქეთის ელჩის ქალიშვილთან, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.
1936-1938 წლებში შვარცენბახი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. ამერიკის ნახშირის საბადოების რეგიონებსა და ღრმა სამხრეთში ამერიკელ ფოტოგრაფ ბარბარა ჰამილტონთან-ვრაიტთან ერთად ის ფოტოკამერით ასახავს დეპრესიის პერიოდში მცხოვრები ადამიანების სოციალურ სიდუხჭირეს, რომლის მოწმეც თვითონ გახდა. ამავდროულად ევროპული პრესისთვის წერდა სტატიებს დასავლეთ ევროპაში ფაშიზმის ზრდაზე, სადაც ამჟღავნებდა ძალიან კრიტიკულ პოზიციას შვეიცარიის ნეიტრალურობასთან მიმართებაში.

1939 წელს ელა მაილარტს ხვდება და ისინი ერთად წამოიწყებენ ხანგძლივ მოგზაურობაში აღმოსავლეთისკენ. შვარცენბახის სწორედ ამ პერიოდს ეძღვნება დონატელო და ფოსკო დუბინის ფილმი “მოგზაურობა კაფირისტანში” (2001), ისევე როგორც ელა მაილარტის წიგნი “სასტიკი გზა”, სადაც შვარცენბახი მოხსენიებულია როგორც “ქრისტინა”. მაშინ, როდესაც ორი გაბედული ქალი მოგზაურობის დასაწყებად მანქანაში ჩასხდა, კაფირისტანიში - “ურწმუნოთა მიწაზე” - არც ერთ ევროპელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი დადგმული.

ფოტოების აღმოსავლურ ციკლში ნახავთ მოხეტიალე მუსიკოსებს და ცხენოსნებს, მლოცველებს უდაბნოში, ავღანელ ქალებს, ტიგროსსა და ბაზრის ვაჭრებს. ზოგჯერ ფოტოებზე ადამიანები მათ გარშემო არსებული ლანდშაფტებში იძირებიან. შვარცენბახის კამერა რომანტიზაციის გარეშე ასახავს ადამიანების ტრადიციულ ყოფას და მათ ღირსებას გარემომცველი გარემოს ყოვლისმომცველი ასკეტიზმის ფონზე. ამერიკული ფოტოების ციკლში კი პირიქით, ობიექტივში ჩანს როგორც აფრიკელი ამერიკელების, ასევე ღარიბი თეთრების სევდიანი დათრგუნულობა ქალაქის ღატაკ ქუჩებსა და ინდუსტრიულ ზონებში.
მაშინ როდესაც შვარცენბახის ჟურნალიზმი მოგზაურობებით იყო შთაგონებული, ანმარის პროზა მის მარტოობას და პერსონალურ კრიზის ასახავდა. მისი არასტაბილური ემოციურობის შესახებ არაერთი ფაქტი მეტყველებს. იყო ნარკოტიკებზე დამოიკიდებული და რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალ პერიოდებში ის მანიაკალურად ქმნიდა ლიტერატურული ნაწარმოებებს (ისევე როგორც კულტურულ და პოლიტიკურ კომეპნატრებს ფოტოების თანხლებით), რომლებიც განიხილება როგორც ავტობიოგრაფიისა და გამონაგონის ჰიბრიდი. მისი ბევრი ნამუშევარი ფრანგულად ითარგმნა და შვარცენბახის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში შვარცენბახის მოგონებები ხელახლა გაცოცხლდა მის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ ნაშრომებსა და ანოტირებულ გამოცემებში. მათი ავტორები ძირითადად, გემანელი მეცნიერები და ფემინისტები იყვნენ, რომლებიც შვეიცარიელ ფოტოგრაფსა და მწერალს 20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგზაურად და ფოტოჟურნალისტად ასახელებენ.


1942 წელს შვეიცარიაში ველოსიპედის ტარების დროს მიღებული ტრამვით დაახლოებით ერთ თვეში 34 ასაკში გარდაიცვალა. პირადი მომოწერა და დღიურები დედამ (ზოგ წყაროში ბებიამ) მისი სიკვდილის შემდეგ გაანადგურა.

ნანახია: 1422 | დაამატა: administratori | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
მინი-ჩეთი
თესლის ქაფი
...
...
ჩანაწერების არქივი
ძებნა
შესვლის ფორმა
.
.
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გეი და ლესი პორტალი © 2024