პარასკევი, 26.04.2024, 12:40
მოგესალმები სტუმარი

გეი და ლესბი პორტალი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » ტესტი გეებისთვის–რამდენად კარგად იცნობ მას
23:05
ტესტი გეებისთვის–რამდენად კარგად იცნობ მას

შენი ბოიფრენდი ყველაზე ახლო და სამყაროში ყველაზე ძვირფას ადამიანად მიგაჩნია? ის თუ იცი, ვინ არის ეს შენი შეყვარებული სინამდვილეში და რით ცხოვრობს? შესაძლოა ეს ტესტი დაგეხმაროს იმაში, რომ მეტი რამ შეიტყო მასზე. ეს ტესტი თქვენ ორმაც შეგიძლიათ ერთად გაიაროთ და შესაძლოა ერთმანეთის შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგოთ.

მონიშნე ის კითხვები, რომლის პასუხებიც აბსოლუტურად ზუსტად იცით:

1. რას ჭამს საუზმეზე?
2. რა მუსიკა მოსწონს?
3. რომელია მისი საყვარელი წიგნი?
4. რომელია მისი საყვარელი კერძი?
5. სპორტის რომელი სახეობა მოსწონს?
6. რა მოსწონს შენს გარეგნობაში და რა არა?
7. რა განათლება აქვს მიღებული?
8. როგორ ისურვებდა შვებულების გატარებას?
9. რა ჰქვიათ მის მშობლებს?
10. შენი მეგობრებიდან ვინ ესიმპატიურება ყველაზე მეტად?
11. თქვენი საერთო ნაცნობებიდან ვინ აღიზიანებს ყველაზე მეტად?
12. წელიწადის რომელი დრო უყვარს?
13. ჩაიში ან ყავაში რამდენ შაქარს იყრის?
14. შენი ჩვევებიდან რა აღიზიანებს ყველაზე მეტად?
15. აქვს თუ არა მხედველობის პრობლემები?
16. რა უფრო მეტად მოსწონს – ძაღლები თუ კატები (ვარიანტის სახით – ვერ იტანს ცხოველებს)?
17. რა არის მისი სანუკვარი ოცნება?
18. მოსწონს თუ არა თავისი სამსახური?
19. რომელია მისი საყვარელი მულტფილმი?
20. იცის თუ არა ცურვა?
21. რომელია მისი საყვარელი ფილმი?
22. რომელია მისი საყვარელი ფერი?

ტესტის შედეგები:

9 და უფრო ნაკლები პასუხი – სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჯერ–ჯერობით თქვენ ერთმანეთისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენთ. როგორც ეტყობა, სულ ახლახანს გაიცანით ერთმანეთი და უბრალოდ ვერ მოასწარით უფრო უკეთ ერთმანეთის შეცნობა. შეეცადე, რომ მას მოუყვე შენს შესახებ და ამის შემდეგ თანდათანობით გადაიტანე საუბარი მასზე.

10–დან 13 პასუხამდე – თუ თქვენ ახლახანს გაიცანით ერთმანეთი, პრინციპში არაფერი საშინელება არ ხდება, მაგრამ თუ თქვენ „სტაჟიანი“ წყვილი ხართ, ერთმანეთის მიმართ ინტერესის ასეთი უქონლობა – უბრალოდ სირცხვილია. შეეცადე მას გულღიად დაელაპარაკო, თუ რა თქმა უნდა ერთმანეთი ფეხებზე არ გკიდიათ.

14–დან 17 პასუხამდე – შენ საკმაოდ ბევრი იცი შენი ბოიფრენდის შესახებ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება. მთავარია, რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დაკარგოთ.

18 ქულა და უფრო მეტი – ეს სუპერ შედეგია! თავისუფლად შეიძლება, რომ შენი შურდეთ სხვებს, მაგრამ გახსოვდეს, რომ პატარა საიდუმლო ზედმეტი არ იქნება, რათა ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დაკარგოთ.

ნანახია: 2414 | დაამატა: administratori | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
მინი-ჩეთი
თესლის ქაფი
...
...
ჩანაწერების არქივი
ძებნა
შესვლის ფორმა
.
.
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გეი და ლესი პორტალი © 2024