კვირა, 19.05.2024, 06:44
მოგესალმები სტუმარი

გეი და ლესბი პორტალი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » საუბრები სექსზე
23:14
საუბრები სექსზე

რატომაა, რომ ჩვენი ჰეტეროსექსუალი მეგობრები, ყველაზე „პრადვინუტებიც“ კი, კედლებს ახტებიან, როგორც კი გეები მათთან სექსზე ვიწყებთ საუბარს? იქნებ თვითონ მათ – ჩვენს ჰეტერო მეგობრებს ყველაფერი რიგზე არ აქვთ ამ მხრივ?

უკვე დიდი ხანია ჩემს ჰეტეროსექსუალ მეგობრებთან ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს გადავეჩვიე, რომ არ გაწითლდნენ უდროო დროს, ან შეშინებული მზერა არ დავიჭირო, რომელიც თითქოს მეუბნება: „იმაზე მეტი გავიგე, რისი ცოდნაც მინდოდა“... მაგალითად, ახლახანს ერთი ჩემი დაქალი დაინტერესდა სად დაიკარგა „ის ლამაზი ბიჭუნა, რომელთან ერთადაც რამდენჯერმე გნახე – რა კარგი ბიჭი იყოო“. მეც გულახდილად ვუპასუხე, რომ აღარ ვხვდები, და როცა უკვე არც თუ ისე მოკრძალებული კითხვა დამისვა: „რა ცუდია, და რატომ?“, მეც სრულიად გულახდილად ვუპასუხე: „მისი პენისის ფორმა არ მომეწონა თქო. სანამ სექსი არ გვქონდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მასთან საუბარიც მსიამოვნებდა, მაგრამ საწოლში მასთან ერთად მეორედ აღარ ვისურვებდი მოხვედრას“. ჩემი დაქალის თვალებში მაშინვე ამოვიკითხე წუხილი („აუ, რა დურა ვარ, რატომ შევეკითხე?) და ასევე საშინელებაც („ფუუ, ჩემს კაცსაც პენისი კი არა, რაღაც პროვოკაცია აქვს“). ისე, რომ მას ხმაც კი არ ამოუღია, ჩემი დაქალის სექსუალური ცხოვრების შესახებ იმაზე მეტი გავიგე, რაც არც კი მაინტერესებდა.

სულ სხვა სიტუაციაა, როცა მამრობითი სქესის მეგობართან ერთად ვსვამ, რომელსაც, ასე მგონია, ლამის ბავშვობიდან ვიცნობ, მისი ბავშვობიდან კი ნამდვილად. მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი რამე გავიგეთ ერთმანეთის შესახებ, რომ არც ჩვენს მშობლებს და არც იმა ადამიანებს დასიზმრებიათ, ვინც ჩვენთან ერთად საწოლში ყოფილან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რა დეტალებიც არ უნდა მომიყვეს ქალებთან თავისი ინტიმური ურთიერთობების შესახებ, მე მაინც ვერიდები, რომ მის ფსიქიკას ტრავმა არ მივაყენო ჩემი სექსუალური თავგადასავლების წვრილმანებით. საკუთარ თავს ამის უფლება რომც მივცე, მაგალითად, ზედმეტს თუ დავლევ და ენას თავისუფლებას მივცემ – „აი, წინა კვირას ამასთან და ამასთან ვიწექი, ნუ, იმას არა უშავდა, მაგრამ ამისი არც პენისი ვარგოდა და არც ტაკუცუნა, და ამ კვირაში კი აი ის ტიპი ვნახე, შენ რომ გიყვებოდი, უნდა შევხვდე თქო...“ – ამის საპასუხოდ მივიღებ ისევ ისეთ მზერას, შეშინებული ირემი რომ იყურება: „აუ წავედი მე სახლში, თორემ ეს კიდევ უარეს რამეებს მეტყვის...“.

იმას ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული, ზედმეტად დატვირთული სექსუალური ცხოვრება მაქვს. პირადად ჩემი აზრით, საკმაოდ მოკრძალებული ვარ ამ მხრივ – მეტ–ნაკლებად ისე, როგორც ჩემი ნაცნობი გეების უმრავლესობას. მაგრამ ჰეტეროსექსუალების აზროვნებაში გეები ყოველთვის უფრო რაღაცნაირები არიან, ვიდრე სხვები. შემიმჩნევია ისიც, რომ როდესაც ესა თუ ის ჩემი ჰეტეროსექსუალი მეგობარი გადაწყვეტს, რომ დაოჯახდეს, ნელ–ნელა დისტანციას იკავებენ. ეს ნორმალურია – ოჯახს მეტი დრო მიაქვს, მეგობრებისთვის ნაკლები დრო გრჩება, და ეს არ არის პრობლემა. მაგრამ ამ ბუნებრივ მიზეზს ემატება კიდევ ერთი, მოგონილი მიზეზი – მათ თვალში ჩემი ცხოვრების თავისუფალი სტილი აღიქმება როგორც საფრთხე მათ მიერ ნებაყოფლობით არჩეული მონოგამიისა. ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, რომ ვეგეტარიანელი გახდე და ისევ სახინკლეში დადიოდე. პრინციპში შეიძლება სალათი და ბოსტნეული შეუკვეთო, მაგრამ შენი მეგობრები ისევ ხინკლის და მწვადების ჭამას გააგრძელებენ და შენთვის კი ეს უკვე აღარ შეიძლება. უფრო სწორად შენს თავს შენ თვითონ აუკრძალე.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჰეტეროსექსუალი მამაკაცები, როგორ პროგრესულად მოაზროვნეებადაც არ უნდა წარმოგვიდგნენ ისინი, ვერ იტანენ გეების სექსუალური ცხოვრების დეტალების მოსმენას. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი ამბის მოსმენისას, ამ დეტალების პროეცირებას ისინი საკუთარ თავზე ახდენენ და ეს სიტუაცია პრობლემას უქმნის. მათგანს ზოგიერთს არ მოსწონს ეს ამბავი იმიტომ რომ კაცთან სექსის სურვილი არ გააჩნიათ, სხვებს კი იმიტომ რომ პირიქით, აქვთ კაცთან სექსის სურვილი და დიდ დისკომფორტს განიცდიან ამ მათთვის უსიამოვნო აღმოჩენის დაფიქსირებისას, რასაც შეიძლება არც კი მოელოდნენ საკუთარი თავისგან.

ამ საკითხებში ქალები უფრო გულახდილნი არიან. თითქმის ყოველ გოგოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლად „ჩაიკა“ (გეებს რომ სულ კუდში დასდევენ) არ არის, და უბრალოდ თავის სტილისტთან მეგობრობს, აინტერესებს როგორ ხდება ეს ამბები. ბოლოს და ბოლოს აზრი ერთ საწოლში ორი მამაკაცის შესახებ, მით უმეტეს, თუ მათ ეს ქალი კი არ აინტერესებთ, არამედ ერთმანეთი, ამ ქალს სულაც არ აშინებს. ჰეტეროსექსუალი მამაკაცები კი პირიქით, სიამოვნებასაც კი განიცდიან, როცა წარმოიდგენენ ორ ქალს, რომლებიც ერთმანეთს ეფერებიან. ასეთ დროს ისინი სულაც არ ჰყვირიან უკანასკნელ ხმაზე: „ჰომოსექსუალები!!! დავახვიოთ დროზე აქედან!“. პირიქით, ისინი ფიქრობენ „აუ, ქალები, ორი ცალი, ერთმანეთს ეფერებიან, რა მაგარია!“.

სურვილის შემთხვევაში გეებს საკუთარი სექსუალური ცხოვრების შესახებ საუბარი ლაკმუსის ქაღალდის მსგავსად შეუძლიათ გამოიყენონ. თუ შენი ჰეტეროსექსუალი მეგობრები შენს მოყოლილ დეტალებზე მტკივნეულად რეაგირებენ, გამოდის, რომ მათ სექსუალურ ცხოვრებაში მთლად ყველაფერი წესრიგში არ არის, ან კიდევ არც თუ ისე კარგად, როგორც ამას თვითონ გვიყვებიან.

რამდენიმე ჩემი „ნატურალი“ მეგობრისგან მსმენია ისიც, რომ აი, მე ჰეტეროსექსუალი ვარ, ქალი მინდა, კაცზე რეაქცია არ მაქვს და არ არსებობს, რომ მე ოდესმე კაცთან რამე მქონდეს. მარტივად გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში თავს იზღვევენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მის მიმართ „პრეტენზია არ გაგიჩნდეს“ და არ მოთხოვო, რომ მასთან დაწოლა გინდა. მაგრამ მათ ასეთ პასუხზე საკმარისია დაიწყო საუბარი, რომ გინდა დავნაძლევდეთ, რომ შენი ჰეტეროსექსუალობა ზღაპარია და რომ გადასარევად გექნება ერექცია, თუკი ამის საშუალებას მომცემ – მაშინვე იწყება მუშტებზე ყურება, ლამის გინებაზე გადასვლა, და 1–2 დღით გაბუტვა, როგორც 14–15 წლის გოგონებმა იციან. დიდხანს მაინც ვერ გაიბუტებიან, იმიტომ რომ იციან, გეები კარგი და დასაფასებელი მეგობრები არიან.

ამიტომ, საკმაოდ გვიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჰეტეროსექსუალ მეგობრებთან ჩემი ცხოვრების ამ მხარეზე ბევრი აღარ ვილაპარაკო, რადგან გამოცდილებამ მასწავლა, რომ ადამიანებს ყოველთვის სიმართლის ცოდნა სულაც არ სურთ. ზოგჯერ ისინი სვამენ კითხვებს ზრდილობის ან სიმპათიის გამო, მაგრამ ყოველთვის არ არიან მზად შენი სექსუალური ცხოვრების ფსკერზე ჩაიხედონ. მაგრამ!!! ასეთ შემთხვევაში ჩემო კარგო ჰეტერო–ნატურალ მეგობრებო, როცა ჩემს გვერდით ხართ, აღარ გავიგონო თქვენგან: „აუ აი იმ ქალს გავჟიმავდი!“, იმიტომ რომ ამის საპასუხოდ ჩემგან გაიგონებთ „მე კი იმ ბიჭს გადავკუზავდი, მაგ გოგოს რომ მიჰყვება გვერდით“. მერე წუწუნი არ დამიწყოთ! თქვენ თვითონ იწყებთ ასეთ ლაპარაკს. აქ ჩვენთან დემოკარტია თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში, ვაშენებთ დემოკრატიას და ყველა თანასწორია!!! smile

ნანახია: 3490 | დაამატა: administratori | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 1
1 less-nat  
0
რა საყვარელი ხარ :) მე რატომ არ მყავს ლგბტ მეგობრები? სად ახერხებთ გაცნობას, მე რატომ არსად მიწევს მათთან შეხვედრა? :(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
მინი-ჩეთი
თესლის ქაფი
...
...
ჩანაწერების არქივი
ძებნა
შესვლის ფორმა
.
.
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გეი და ლესი პორტალი © 2024