კვირა, 19.05.2024, 10:39
მოგესალმები სტუმარი

გეი და ლესბი პორტალი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 20 » ჰომჰოსეხსუალობა
23:30
ჰომჰოსეხსუალობა
ჰომოსექსუალობა, ჰეტერო- და ბისექსუალიზმთან ერთად, წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთ სახეს. მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი სექსუალური ორიენტაციის განვითარების პროცესი. სხვადასხვა თეორიების მიხედვით ამის მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული ფაქტორები, მათ შორის: გენეტიკური, თანდაყოლილი ჰორმონული, ასევე ბავშვობის შთაბეჭდილებები და განცდები. ამავე დროს, მეცნიერები თვლიან, რომ სექსუალური ორიენტაცია ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში ბიოლოგიური, გენეტიკური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების საფუძველზე. ე.ი., ორიენტაციის ფორმირების შესახებ არ არსებობს ცალსახა პასუხი.
ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სხვა დარგის მეცნიერები თვლიან,რომ ფომოსქსუალიზმი არ არის ავადმყოფობა, ან გონებრივი აშლილობა და ემოციური პრობლემა.
წარსულში ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად ითვლებოდა, რადგან ექიმები და საზოგადოება არ იყო ობიექტური ჰომოსექსუალთა მიმართ. თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ცდებოდნენ.
1973 წ.15 დეკემბერს ამერიკულმა ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაადასტურა ახალი გამოკვლევების შედეგები და ჰომოსექსუალობა ამიღო გონებრივ და ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან, ხოლო 1975 წ. ეს გადაწყვეტილება დაადასტურა ამერიკულმა ფსიქოლოგიურმა ასოციაციამაც. ორივე ასოციაციამ ყველა ექიმს მოუწოდა გაექარწყლებინათ „გონებრივი დაავადები“ დოგმა. 1992 წ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ (გაეროს განყოფილება) ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან.

სხვების წინაშე გახსნა:
არსებობს სამი ფაზა:
ა) საკუთარი თავის ჰომოსექსუალად აღიარება (ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გავლენით).
ბ) საკუთარი თავის ჰომოსექსუალად აღქმა (ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოხსნა).
გ) საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ( არა მაკიაჟისა და ქუსლების საშუალებით, არა როგორც ჭორაობისა და ცნობისმოყვარეობის საგანი, არამედ, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი).
სამივე ფაზას გააჩნია ქვეეტაპები. სანამ ადამიანი თავის ჰომოსექსუალობას აღიარებს, მან უნდა გაიაროს გზა უამრავი სტერეოტიპის რღვევისა. იგი აღზრდილია ჰეტეროგენულ საზოგადოებაში, სადაც თვით ცნება „ჰომოსექსუალობა“ პრაქტიკულად ტაბუდადებულია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავიდან იბადება და სწავლობს ცხოვრებას, როგორც ჰომოსექსუალი. ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების, ასევე ცხოვრების ახალი კონცეფციის მიღების პროცესი განსხვავებული ადამიანებისათვის მოითხოვს სხვადასხვა დროს. ზოგისთვის ეს პროცესი წლებს მოითხოვს. და, თუ თქვენ - ჰეტეროსექსუალებმა - ეს გზა გაიარეთ თანდათანობით, ბავშვობისა და ყრმობის ასაკში, ჰომოსექსუალებს თავს ატყდებათ ფაქტებისა და ცხოვრების ახალი მოთხოვნების ზღვა, რომელიც დაუყოვნებლივ გარკვევას მოითხოვს. ყველაფერი ეს მიმდინარეობს საერთო დისკომფორტის ფონზე: ნუ დაგავიწყდებათ, რომ საზოგადოებას მათ მიმართ, სულ ცოტა , „ჩასაფრებული“ პოზიცია აქვს. თანაც საჭიროა, მშობლებისთვის მეგობრებისა და კოლეგებისთვის ამ ყველაფრის გამხელა, და, ცხოვრების გაგრძელება მათი რეაგირების შემდეგაც.
როგორც ცნობილია, ჰომოსექსუალი შეიძლება იყოს აქტიური და პასიური ორალური სექსის დროს, მასტურბაციისას და ა.შ. ანალური სექსი კი დამახასიათებელია ჰომოსექსუალების უმრავლესობისათვი (თუმცა არა ყველასთვის). ასე, რომ , აქტიურობასა და პასიურობაზე ლაპარაკისას ვგულისხმობთ ანალურ სექსს, სადაც განსხვავება როლებში მკაფიოდ გამოხატულია. არ შეიძლება ყველა ჰომოსესექსუალის ერთ ტაფაში მოთავსება, მათი სამყარო განუსაზღვრელად რთულია , ვიდრე ეს ჩანს გვერდიდან.

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1597 | დაამატა: administratori | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
მინი-ჩეთი
თესლის ქაფი
...
...
ჩანაწერების არქივი
ძებნა
შესვლის ფორმა
.
.
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გეი და ლესი პორტალი © 2024